კაკალი – (იმერეთი, გურია) მარცვალი, რაოდენობის აღნიშვნა 
კაკვი – (გურიაში)ჯოხი მოხრილი დაბოლოებით ხის ტოტის ჩამოსაწევად. მოკაკვული – მოხრილი
კაპჭანაი – (გურია) პატარა კარდალა
კარდალა – (დას. საქ.) სპილენძის დიდი ხელიანი ქვაბი
კარჩი - (ფშაურ) გარეთ
კედი - (ხევსურ.) ურდული, მსხვილი კეტი კარების ჩასაკეტად.
კეცეული - (ხევსურ.) ხაჭაპური, ხავიწის, ყველის ან ხორცის გულიანი ნამცხვარი, მცირე ქადის კვერი.
კვარაჭინა __ კოხტა
კვატუში – (რაჭა) წვნიანი კერძის დასასხმელი ღრმა ხის კოვზი
კვახი – (იმერეთი, გურია) გოგრა
კენჩხა - (ფშაურ) თავის ქალა
კინთა - (ხევსურ) კნუტი
კინჭუტი – (კახურ–ქიზიყური) თონიდან პურის ამოსაყრელი კავიანი რკინის შამფური
კოდი – (ხევსურ) ღრუ მორისგან გულგამოღებული და ძირგაკეთებული ჭურჭელი არაყისა თუ ლუდის მასალის ჩასაფუებლად, ერბოს ან ხორბლის შესანახად.
კოპიტი – (გურიაში) იფანი
კორწიანობა – (გურიაში) ქანაობა, საკორწიანო – საქანაო, საქანელა
კოკოტიე – (გურიაში) ბორცვი
კოხი – (რაჭა) სეტყვა , გურიაში სოფლის ერთ–ერთი უბანია კოხი, გვარი – კოხია
კრაველი –(ხევსურ) ბატკნის მატყლი, სიტყვიდან კრავი – ბატკანი
კულავითვინ – (ქართლი) შემდეგისთვის, მერე (ანუ კვლავ რომ იქნება)